ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი "ელ ჩაპო" ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო - Palitra News

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი "ელ ჩაპო" ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

2019-02-13 09:12:33+04:00

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი "ელ ჩაპო" ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ბრალი 10 პუნქტით ჰქონდა წაყენებული. ხოაკინ გუსმანს, იგივე ელ ჩაპოს კოკაინისა და ჰეროინის დისტრიბუცია, არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და ფულის გათეთრება ედება ბრალად. მის წინაღმდეგ სასჯელი ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა, ვერდიქტი გულისმხობს იმას რომ მას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ელ ჩაპო მექსიკაში 2016 წლის იანვარში დააკავეს მას შემდეგ რაც მან მექსიკის ციხიდან გვირაბის საშუალებით გაქცევა შეძლო. მისი აშშ-ში ექსტრადირება 2017 წელს განხორციელდა.