"მამალაძის საქმეში ომბუდსმენის აპარატმა ჩართო სპეციალური სამედიცინო ექსპერტი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს, დასკვნის შემდევ გავცემთ რეკომენდაციას" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ლომჯარია თქმით, ეს მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა.