კრისტოფერ ნოლანმა, რომელიც თანამედროვე ჰოლივუდის ყველაზე მოდურ რეჟისორადაა მიჩნეული, მსოფლიო აღიარება 2000 წელს დადგმული ფსიქოლოგიური დეტექტივით "გახსოვდეს" მოიპოვა, რასაც რამდენიმე ინტელექტუალური ფილმი, მათ შორის "დასწყისი" მოჰყვა, რომელიც თითქმის 10 წლის შემდეგაც რეჟისორის ფილმოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნამუშევრად ითვლება.
1998 წელს დადგმული სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ტრილერის "დევნის" შემდეგ, სამეცნიერო-პოპულარული დეტექტივი "დასაწყისი" ნოლანის პირველი ორიგინალური ფილმია, რომელიც მან საკუთარი სცენარით გადაიღო, რადგან ყველა მანამდე გადაღებული ფილმი - ფსიქოლოგიური დეტექტივის "გახოვდეს", მისტიკური დრამის "პრესტიჟი" და ფანტასტიკური ბოევიკის "ბეტმენი: დასაწყისი" ჩათვლით, ცნობილი ფილმების რიმეიქი, კომიქსის ან რომანის ეკრანიზაცია იყო.