აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე მიუთითებენ. კერძოდ, არსებობს მოსაზრება, რომ ის აუტიზმის განვითარებას პროვოცირებს. საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად დანიელმა ექსპერტებმა წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევა ჩაატარეს.ექსპერტებმა დანიაში 1999 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში დაბადებული 657 000-ზე მეტი ბავშვის მონაცემი გააანალიზეს. ბავშვებზე დაკვირვება რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოჩნდა, რომ წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევდა. ის არ უვითარდებოდა იმ ბავშვებსაც კი, ვისაც მემკვიდრული რისკ-ფაქტორი გააჩნდა.კვლევის დროს აუტიზმი გამოუვლინდა 6517 ბავშვს. ამასთან, აცრილ ბავშვებში დიაგნოზი უფრო იშვიათი იყო, ვიდრე მათში, ვისაც ვაქცინა მიღებული არ ჰქონდა.აცრასთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულება 1998 წელს გამოქვეყნებული შესაბამისი კვლევის შედეგების შემდეგ გავრცელდა. აღნიშნული კვლევა მოგვიანებით გაიწვიეს, თუმცა იდეა მასობრივ ცნობიერებაში გამყარდა .