კუბელი მომღერალი ლივან რაფაელ კასტელანო ვალდესი შაკირას პლაგიატში ადანაშაულებს და უჩივის. პოპვარსკვლავი შაკირა და კოლუმბიელი მომღერალი კარლოს ვივესი მადრიდის სასამართლოს წინაშე წარდგნენ. მათ პლაგიატში ედებათ ბრალი, ვინაიდან კუბელი მომღერალი მათ თავისი სიმღერის ტექსტის მოპარვაში ადანაშაულებს. საუბარია სიმღერაზე "ველოსიპედი". სასამართლო მოსმენის შემდეგ შაკირა ჟურნალისტების წინაშე აღარ გამოჩენილა. როგორც კოლუმბიელმა მომღერალმა კარლოს ვივესმა განაცხადა, იგი განერვიულებული იყო. შეგახსენებთ, შაკირას ასევე ესპანეთის სასამართლოში 12 ივნისსაც მოუწევს მისვლა, ვინაიდან მას გადასახადების დამალვაშიც ადანაშაულებენ.