პარტია "კანონი და სამართალი" საზოგადოებრივ მაუწყებელს "რუსული პროპაგანდის გატარებაში" ადანაშულებს და აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს - Palitra News

პარტია "კანონი და სამართალი" საზოგადოებრივ მაუწყებელს "რუსული პროპაგანდის გატარებაში" ადანაშულებს და აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს

2019-03-30 16:30:14+04:00

პარტია „კანონი და სამართალი“ საზოგადოებრივ მაუწყებელს „პოლიტიკურად მიკერძოებულობასა და რუსული პროპაგანდის გატარებაში“ ადანაშაულებს. პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს კანონს „მაუწყებლის შესახებ“ და იმის ნაცვლად, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს NATO-ს და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს, პერიოდულად ახორცილეებს რუსეთის ინტერესებზე მორგებულ საქმიანობას. ამასთან, პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ, რათა გაირკვეს რეალურად რისთვის იხარჯება მაუწყებლის ბიუჯეტი. როგორც „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარით თუ ფინანსდებოდა, 2019 წელს დაფინასება 59 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.