გარდა იმისა, რომ სოიოსგან კერძებს ამზადებენ, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, ასევე ხშირად შეხვდებით სხვადასხვა პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც სოიოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, არსებობს სოიოს რძე, ყველი და ძეხვიც კი. სოიო იაფფასიანი პროდუქტია და ხშირად მას სხვა ძვირადღირებული ინგრედიენტების მაგივრად იყენებენ პროდუქტებში. არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ პარკოსანის მიმართ. ბევრი თვლის, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის, მასში შემავალი ფიტო ესტროგენების გამო.
ფიტოესტროგენები ქალის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებებია, რომელიც ნაწილობრივ დადებით როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში. რადგან ის ამცირებს მკერდისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. სოიოში არსებული ნივთიერება გინესტეინი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვიტარების რისკსაც. თუმცა არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შვილის ყოლას აპირებენ, რადგან აღნიშნული ჰორმონები კაცებში ხელს უშლის რეპროდუქციულ ფუნქციებს, ქალებში კი ორსულობის შეწყვეტის რისკს ზრდის. ერთ-ერთი ტელეშოუს ინიციატივით გამოიკვლიეს ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ცხოველური ცილების ნაცვლად, მხოლოდ მცენარეულ ცილებს იღებდა და სოიოს მის ყოველდღიურ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. დადგინდა, რომ ის ჯანმრთელი იყო და სოიოში არსებულმა ნივთიერებებმა, ჰორმონალური დარღვევები არ გამოიწვია.
იხილეთ გადაცემა სრულად: რატომ იწვევს პარკოსნები მუცლის დისკომფორტს და ცვლის თუ არა მათში შემავალი ცილები ცხოველურს? - ლობიოს, ბარდის, სოიოს და ოსპის სწორად არჩევისა თუ მიღების წესები