YouTube-ზე „ვარსკვლავური ომების“ მეცხრე ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ფილმის მსოფლიო პრემიერა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი. მისი რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია.
მეცხრე ეპიზოდში ისეთი მსახიობები მონაწილოებენ, როგორებიც არიან დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი და მარკ ჰემილი.