ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი წყარო საკვები უნდა იყოს. თუმცა, როცა რაციონი დაბალანსებული არაა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ვიტამინები დანამატების სახით შეგიძლიათ მიიღოთ.აუცილებელია იცოდეთ, რომ გარკვეული ვიტამინები დღის კონკრეტულ მონაკვეთში უნდა მიიღოთ.მაგალითად A, E, D და K ვიტამინებს ორგანიზმი ყველაზე უკეთ ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად შეიწოვს. საიდუმლო იმაშია, რომ კუჭში მოხვედრის შემდეგ ცხიმები ნაღვლის და ფერმენტების წარმოებას იწყებს, რომლებიც ვიტამინების ღვიძლში ტრანსპორტირებას და შემდეგ დამუშავებას ხელს უწყობენ. მცირე რაოდენობით ცხიმიც კი საკმარისია, რომ ეს სქემა გააქტიურდეს.კალციუმი, რომელიც ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ზოგადად განსაკუთრებულ რეჟიმს არ მოითხოვს. მაგრამ თუ რამდენიმე დანამატს ღებულობთ, გახსოვდეთ, რომ რკინასა და თუთიასთან მისი კომბინაცია არ ღირს. მათ ორგანიზმის რესურსებისთვის ბრძოლის დროს კალციუმის გამოდევნა შეუძლიათ.ექსპერტები გირჩევენ ვიტამინებს შორის 1 ან 2 საათიანი შუალედი გააკეთოთ. ეს დრო საკმარისია, რომ დანამატებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.B ჯგუფის ვიტამინები სხეულის სასიცოცხლო საქმიანობის ძირითად პროცესებში მონაწილეობს, მათ შორის მეტაბოლიზმში. მისი წყალობით საკმარის ენერგიას ვღებულობთ. ეს განსაკუთრებით მნიშნველოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ძილის პრობლემა ან ხანმოკლე უძილობა აწუხებთ. არ იფიქროთ, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობაა ცუდი ძილის მიზეზი, თუმცა, ვიტამინები შეიძლება ცუდი ძილის ძლიერი სტიმულატორი გახდეს, თუ მათ საღამოს ან ღამით დალევთ. ასე რომ, უმჯობესია B ჯგუფის ვიტამინები საუზმის დროს დალიოთ. მაგნიუმი, რკინა და უჯრედისი უმჯობესია საღამოს ან ძილის წინ დალიოთ. მაგნიუმი ზ საფაღარათო ეფექტს ფლობს და ეს დღის შუა მონაკვეთში ნამდვილად არავის სურს. ამავდროულად, ყავამ შეიძლება რკინის მოქმედება დაბლოკოს. თუ ბევრ ყავას სვამთ, დანამატის მიღება საღამოსკენ გადადეთ. და ბოლოს, დიდი რაოდენობით უჯრედისი საუზმის, სადილის და ვახშმის დროს მკვებავი ნივთიერებების შეწოვას შეიძლება ხელი შეუშალოს.წყალში ხსნადი C ვიტამინი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ აუცილებლად წყალი დააყოლეთ, რომ უკეთეს შედეგს მიაღწიოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ C ვიტამინი რკინის შეწოვას აუმჯობესებს და, შესაბამისად, რკინის დეფიციტის დროს დანამატის მასთან გაერთიანება ღირს.