საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს. დავით ზალკალიანის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილეს საიმონ მორდიუს შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში. განსაკუთრებული ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.