დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა თბილისის მთავარი სამმართველო უკომენტაროდ დატოვა - Palitra News

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა თბილისის მთავარი სამმართველო უკომენტაროდ დატოვა

2019-05-07 16:10:03+04:00

თბილისის პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული, რომელიც გამოძიების კითხვებს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ჟურნალისტების კითხვების გამოკითხვის დარულების შემდეგაც არ უპასუხა. გამოკითხვის თაობაზე მედიასთან ისაუბრა მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ამომწურავად გასცა პასუხი. მისი თქმით, არანაირად არ დასტურდება, რომ 5 წლის წინ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ფიზიკურად იძალადა, ხოლო ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დისკრედიტაციას ემსახურება.