სილამაზის, სიყვარულის და ერთგულების, გაზაფხულის, უკვდავების და მარადიული სიცოცხლის სიმბოლომ - იდუმალებით მოცულმა პეპელამ, რომელიც ლეპიდოპტეროლოგების (პეპლების შემსწავლელი მეცნიერები) მტკიცებით, 200 მლნ. წლის წინ დაიბადა იურულ პერიოდში, თითქმის 4 ათასი წლის წინ, ეგვიპტელ ფარაონთა ფრესკები დაამშვენა, უძველესი სლავების ლეგენდებში კი, გარდაცვლილ სულთა განსახიერებად იქცა და განსაკუთრებული მოწიწება, პატივისცემაც დაიმსახურა.ამასთანავე, ულამაზესი ფარფატა არსება დღემდე პოეტების შთაგონების წყაროდ და ცნობილი კოლექციონერების საყვარელ ობიექტად რჩება. მაგალითად, ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელმაც საკუთარი კოლექცია ლოზანას უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს უსახსოვრა, 3 500-ზე მეტ არაჩვეულებრივ ეგზემპლარს ფლობდა.