ვალენსიას როგორც წესი, ტურისტები ორ გავრცელებულ ვერსიას უკავშირებენ, ცნობილი საფეხბურტო გუნდი ვალენსია და ხმელთაშუა ზღვის ოქროს სანაპიროები. ორივე ვერიანტი სწორია, მაგრამ არავინ შეცდება თუ ამ ჩამონათვალს დაუმატებს სიყვარულს გემრიელი საჭმისადმი, სიესტასა და ქუჩის დღესასწაულებს. ვალენსია ფართო და სუფთა პლიაჟებია, ფორთოხლის პლანტაციები და ესპანელი მეთებზეების ავთენტური და წნარი სოფლები. პროვინცია ორ რეგიონად იყოფა, პოპულარული საკურორტო თეთრი სანაპირო კოსტა ბლანკა და მოკლრძალებული სანაპირო კოსტა დე ლაზაჰარი. მიუხედავად იმისა რომ ვალენსია დიანმიური და თანამედროვე ესპანური ქალაქია, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ადგილობრივი ტრადიციები იზიდავს მოგზაურებს, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ რატომ უწოდებენ მავრები აქაურობას სამოთხეს დედამიწაზე.