ძაღლისებრთა ოჯახის და მგლის გვარის წარმომადგენელი გაველურებული შინაური ძაღლი დინგო, რომელმაც საიდუმლოებით მუცული წარმომავლობით და მაღალი ინტელექტით გაითქვა სახელი, ავსტრალიის ერთადერთი მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვარაა, რომელიც კონტინენტზე ევროპელების გამოჩენამდე დაბინავდა, სახელი კი, აბორიგენებისგან შეიძინა, რომელთა დიალექტზე "ტინგო" ძაღლს ნიშნავდა. კინოლოგების მტკიცებით, დინგო მეორედ გაველურებული შინაური ცხოველია, ამიტომ აბსოლუტურად გამართლებულია მოსაზრება, რომ ძაღლი იმ უნიკალურ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ჯერ მოიშინაურა ადამიანმა, მერე კი, ისევ მისცა გაველურების უფლება. დინგოს იდუმალებით მოცულმა წარსულმა უამრავი მითი და ლეგენდა წარმოშვა. მართალია, მეცნიერებს დიდხანს სჯეროდათ, რომ ავსტრალიის კონტინენტზე ცხოველი 40-45 ათასი წლის წინ აბორიგენებთან ერთად დაბინავდა, მაგრამ ვიეტნამში აღმოჩენილმა თავის ქალამ, რომელიც დაახლოებით 5 500 წელს ითვლიდა, დაადასტურა, რომ თანამედროვე დინგოს წინაპარი ბევრად ადრე გამოჩდა დედამიწაზე, თუმცა, როგორ აღმოჩნდა ავსტრალიაში დაზუსტებით დღემდე არავინ იცის.