როგორც ახალი ტრეილერიდან ვიგებთ, Westworld-ის მესამე სეზონი, რომელიც ეკრანებზე 2020 წელს გამოვა, წინა ორისგან რადიკალურად განსხვავდება. მასში ვერ ვხედავთ რობოტებით დასახლებულ ფანტასტიკური ჟანრის ადგილს, რადგან მოქმედებამ ადამიანებით სავსე ფუტურისტულ სამყაროში გადაინაცვლა. თუმცა, ტრეილერის ბოლოს ვხედავთ ნაცნობ სახეს — ივან რეიჩელ ვუდს, რომელიც შესაძლოა რობოტი აღარ იყოს.