ბლოკ "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, უქმნის თუ არა მას უხერხულობას მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, უპასუხა, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმდენად არასწორად წარმართა პოლიტიკა, იმდენად რისკის საშიშროების წინაშე დადგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი, რომ ამან ბუნებრივად გააჩინა დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური სპექტრის და პერსონების კონსოლიდაციის მოთხოვნა.
შავგულიძის განცხადებით, მას არამხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არამედ მეოთხე პრეზიდენტი და სხვა დასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკოსებიც უჭერენ მხარს.