ზესტაფონში დაშავებული რკინიგზელი გარდაიცვალა. ერთ-ერთ ობიექტზე მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში გარადაცვალების ფაქტს ადასტურებენ. რკინიგზაში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მომხარზე მიმდინარეობს მოკვლევა და ორგანიზაცია თანამშრომლობს გამოძიებსთან. ადმინისტრაციული შენობის საწყობში სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.