ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგი საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის განახლებაა - Palitra News

ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგი საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის განახლებაა

2019-05-28 15:00:52+04:00

"დავით გარეჯის საკითხის ირგვლივ გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მათ შორის ის, რომ თითქოს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთდა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ჩამოთვალა პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის თემაზე გაკეთებული განცხადებები.

კითხვაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დელიმიტაციის საკითხის წამოწევის შემდეგ დაიძაბა ვითარება დავით გარეჯში, მოისწრაფიშვილმა უპასუხა, რომ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგი კომისიის მუშაობის განახლებაა, ხოლო პასუხისმგებლობა მათ იგრძნონ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ.