კომპანია DC-მ, რომელიც ბეტმენის, სუპერმენისა და ქალი საოცრების კომიქსებს გამოსცემს, ახალი ფანტასტიკური სერიალის "Swamp Thing"-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. სერიალი მოგვითხრობს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა და პროფილაქტიკის ცენტრის თანამშრომელზე, რომლის როლსაც კრისტალ რიდი ასრულებს. ის იძიებს ლუიზიანის შტატში, მის მშობლიურ ქალაქში გამოუცნობი ვირუსის გავრცელების საქმეს. სერიალი DC Universe-ზე გავა. საპილოტე სერიის პრემიერა 1 ივნისს გაიმართება.