ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Spice Girls, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ტურნეს პირველად მართავს. მუსიკოსები დუბლინსა და კარდიფში მსმენელების წინაშე უკვე წარდგნენ, თუმცა, თაყვანისმცემლები არტისტების შოუებით კმაყოფილები არ დარჩენილან. ისინი კონცერტებზე არსებული უხარისხო ხმის გამო ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ.