როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ასაკობრივი კატარაქტა სულაც არ არის გარდაუვალი. როგორც აღმოჩნდა, რიგი ვიტამინებისა და კაროტინოიდების მიღება აქვეითებს ამ დაავადების განვითარების რისკს. ეს დასკვნა გაკეთდა კვლევების საფუძველზე.აღმოჩნდა, რომ ასაკობრივი კატარაქტის რისკის დაქვეითება დაკავშირებულია А, С, Е ვიტამინების, ბეტა-კაროტინის და ლუთეინის მიღებასთან. ასაკობრივი კატარაქტის აღმოცენების რისკი 26% ქვეითდება, დღეში 10 მგრ-ით ლუთეინის და ზეაქსანტინის მიღების გაზრდისას. კატარაქტას დროს ხდება ბროლის შემღვრევა, რაც სიბრმავეს იწვევს. სტატისტიკის თანახმად, 40 წლის ზემოთ კატარაქტა აღენიშნება ყოველ მეექვსე ადამიანს. კატარაქტას მკურნალობის ერთადერთი მეთოდი შემღვრეული ბროლის ხელოვნური ლინზით შეცვლაა.