ამერიკელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ქრონიკული ჭრილობებისათვის ახალი თაობის ქირურგიული წებოსა და სახვევების შექმნის საშუალებას იძლევა. მეცნიერებმა თრომბინის გამოყენებით შეცვალეს ადამიანის მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების მემბრანა. როდესაც შეცვლილი უჯრედები მოათავსეს სისხლის ცილა ფიბრინოგენიან ხსნარში, ის ავტომატურად ხორცდებოდა უჯრედის ზედაპირზე განთავსებულ ბუნებრივ ჰიდროგელთან ერთად. ამ პროცესის შედეგად შეიძლება სხვადასხვა დაზიანების ეფექტური რეგენერაცია. მიღებული სამგანზომილებიანი უჯრედული სტრუქტურები შეიძლება გამოიყენებოდეს ქსოვილებისა და ხელოვნური ორგანოების ზრდისთვის. აღნიშნული ტექნოლოგია უჯრედებს გაზრდის საშუალებას აძლევს მათ საკუთარ უჯრედგარე კარკასზე. უჯრედები თავად იცავენ თავს და გადანერგვის შემდეგაც ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს.