ზაფხულის დადგომასთან ერთად ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჭარბი ოფლიანობის პრობლემა ეწყება, რომელიც დისკომფორტს უქმნის და ხშირად ნევროზის განვითარების მიზეზიც ხდება. ჭარბი ოფლიანობის (ჰიპერჰიდ-როზი) დროს ადგილი აქვს საოფლე ჯირკვლების გამომყოფი ფუნქციის პა-თოლოგიურ გაძლიერებას.
ამის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, განვითარების მექანიზმი კი კარგად არის შესწავლილი. ოფლის გამოყოფას სიმპათიკური ნერვული სისტემა არეგული-რებს და ეს პროცესი თერმომარეგულირებელ როლს ასრულებს. მაგალითად, თუ მოიმატა გარემოს ტემპერატურამ, ოფლი გამოიყოფა, შემდეგ ორთქლდე-ბა და აგრილებს სხეულს. ეს მექანიზმი ორგანიზმში ზუსტად არის გათვლი-ლი და არავითარი ზედმეტი მოქმედება არ ხდება. ჰიპერჰიდროზის დროს კი ეს საათივით აწყობილი სისტემა, შეიძლება ითქვას, მწყობრიდან გამოდის.ნერვული ცენტრებიდან იმპულსები აღმოცენდება ისეთ გაღიზიანებაზე, რო-მელსაც ტემპერატურასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. მაგალითად, შიშის ან მღელვარების დროს. ჰიპერჰიდროზი ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც.
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და მიმართულია სითბოს გამოყოფისკენ, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის, გარემოს ტემპერატურის მატების დროს, ზოგჯერ - ყნოსვისა და გემოვნების ანალიზატორების გაღიზიანებისას, მაგალითად, ცხარე საკვების მიღების შემ-თხვევაში. შიშის, მღელვარების, სირცხვილის დროსაც