კომპანია Disney-მ 1998 წელს გამოშვებული მულტფილმის კინოვერსიის, "მულანის" პირველი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმს, ისევე როგორც ანიმაციურ სურათს, საფუძვლად უდევს შუა საუკუნეების ჩინური ბალადა ხუა მულანის, მეომარი ქალის შესახებ. კინოვერსიის რეჟისორი ნიკი კაროა, მთავარ როლს ჩინელი მსახიობი ლიუ იფეი ასრულებს. "მულანის" მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 25 მარტს გაიმართება.