იმისათვის, რომ შენი სფეროს სათავეებთან აღმოჩნდე და ისტორიის ფურცლებზე საკუთარი სახელი ღირსეულად დატოვო, ხშირად საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. არაერთი ფეხბურთელი, რომელიც დღეს პროფესიონალურად თამაშობს, ჯერ კიდევ 90-იანებში, მიტოვებულ საბავშვო მოედნებზე თამაშობდა. მაგრამ არის რაღაც, რაც უბიძგებს ადამიანს, გადალახოს ყველა დაბრკოლება, გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. რეკლამა, რომელიც ნამდვილი ძალის ველურ წარმოშობაზე გვიამბობს, ავტომწარმოებელმა Jeep და საფეხბურთო კლუბმა Juventus გამოუშვეს. კამპანიაზე სააგენტომ Leo Burnett იმუშავა.ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისში, Nike-მა გამამხნევებელი ვიდეორგოლი გამოუშვა, გზავნილით: “არ შეცვალო შენი ოცნება, შეცვალე სამყარო”. ვიდეორგოლი ეკრანებზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ნიდერლანდების გუნდს მოუგო და ამგვარად მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. სააგენტო Wieden + Kennedy-ის ეს ნამუშევარი კამპანია “Dream Crazier”-ის ერთგვარი გაგრძელებაა, საკმაოდ პირდაპირი და გაბედული სახელწოდებით “არასოდეს შეწყვიტო მოგება”“მაკდონალდსის” კურიერი, საფირმო ჩაცმულობითა და შეფუთული შეკვეთით ხელში, 8 ფილმში გამოჩნდა. აი, ასე, მარტივად – მიმდინარეობს სიუჟეტის ერთ-ერთი აქტიური სცენა, იღება კარი და პერსონაჟების ყურადღებას “მაკდონალდსის” კურიერი იპყრობს. რეკლამა “მაკდონალდსისა” და ბრიტანული სატელევიზიო პლატფორმა ITV-ის კოლაბორაციით შეიქმნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ღამის საათებში, ფილმის ყურებისას, მაყურებელი ყველაზე ხშირად, სწრაფ კვებას იძახებს ხოლმე.მომღერალი ედ შირანი Heinz Ketchup-ის დიდი მოყვარულია და საშუალება მიეცა, რომ ბრენდისადმი სიყვარული მის რეკლამაში მონაწილეობით გამოეხატა.ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა შირანმა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდს გზავნილი დაუტოვა, სადაც ატყობინებდა, რომ პერსონალური იდეა ჰქონდა ბრენდის რეკლამასთან დაკავშირებით და გაზიარება სურდა. გასაოცრად, Heinz-ს იდეა მოეწონა და რასაც ახლა ხედავთ, შირანის გაცოცხლებული ხედვაა.რეკლამა აჩვენებს მომღერალს, რომელიც ძალიან მოდურ რესტორანში შედის და თავადვე ჰყვება იქ მიღებულ მთლიან გამოცდილებაზე. ოფიციანტი აღწერს შეკვეთილი კერძის განსაკუთრებულობას, რომ მოდური ბოსტნეულისა და ასეთივე სოუსებისგან მზადდება. როგორც კი შეკვეთა მოვა, ედ შირანი მიხვდება, რომ კერძს რაღაც აკლია და მგონი, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, რა შეიძლება, ამ შემთხვევაში კერძს აკლდეს?! გარდა რეკლამისა, შირანს უკვე საკუთარი ბოთლიც აქვს, რომელიც ‘Edchup’ იარლიყით გამოდის.გაცნობების აპლიკაციამ “Bumble” გამოაქვეყნა რეკლამა, რომლის მიზანიცაა, წარმოაჩინოს გენდერული სტერეოტიპების ძველმოდურობა. მთავარი პერსონაჟი რეკლამაში ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრაა, რომელიც აპლიკაციის მეშვეობით გაცნობილ ადამიანთან ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებს. კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო BBDO India-მ იმუშავა და მისი არსი წარსულ სტიგმებთან ბრძოლაა. Bumble-ს ამ რეკლამით იმის წარმოჩენა სურდა, რომ ქალსაც შეუძლია, იყოს ინიციატორი ურთიერთობის დაწყებისას და ამაში დასაძრახი არაფერია.თითოეულ ოჯახსა და სახლს თავისი წესები აქვს, თუმცა, თითოეულ მათგანს, ისევე, როგორც ოჯახის წევრებს, ემოციურ მომენტებთან ერთად, განსაკუთრებული სასმლის გემო აერთიანებს – ასეთია ბრაზილიის ბაზრისთვის, სააგენტო David SP-სა და Coca-Cola-ს თანამშრომლობით მომზადებული ახალი ვიდეორგოლის მთავარი მესიჯი. 1 წუთიანვიდეოში Coca-Cola-მ ოჯახის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ის უამრავი ემოციური მომენტი გააერთიანა, რაც ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს, მათ შორის ცივი გაზიანი სასმელიც, რომელიც ურთიერთობას კიდევ უფრო მხიარულს ხდის.