თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.