მარტინ ფრიმანი ფილმში Ode to Joy მთავარ როლს თამაშობს.ფილმი ბრუკლინელ ბიბლიოთეკარზე, ჩარლიზე გვიყვება, რომელსაც იშვიათი დაავადება, კატაპლექსია აქვს. კატაპლექსიის დროს, რაიმე ძლიერი ემოციის და განსაკუთრებით ბედნიერების გრძნობისას რამდენიმე წუთით ადამიანის სხეულის ყველა კუნთი შეშდება. ჩარლი იძულებულია ყველა იმ ადამიანს თუ ადგილს მოშორდეს, რაც ამ გრძობას აჩენს მასში. ფილმში ასევე თამაშობენ მორენა ბაჩარინი, მელისა რაუჩი და შენონ ვუდვარდი. ფილმი კინოეკრანებზე 9 აგვისტოს გამოვა.