კირსტენ დანსტი ახალ სატელევიზიო შოუში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერა 25 აგვისტოს არის დაგეგმილი. სცენარის მიხედვით მოქმედება ადრეულ 90-იანებში ხდება. ის მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მინიმალური შემოსავლით არსებობს და გადაწყვეტს, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დროა. შეგახსენებთ, რომ პროდუქტი ჯორჯ კლუნის Smokehouse Pictures-ისა და Sony Tristar-ის ერთობლივი ნამუშევრის შედეგია, რომელიც კომპანიებს Youtube-მა დაუკვეთა.