ტოკიო - გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისი, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს რომ მაინც გაეცნო. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და ის 37 მილიონ კაცს იტევს. ტოკიოს სიღრმისეული აღქმა და აღწერა შეუძლებელია. ის სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად განაცვიფრებს - თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენელად რთული ქალაქის დაგეგმარებით, სადაც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევით, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე იკარგები. პიკის საათებში ტოკიო ადამიანებით გადაჭედილ უზარმზარ მასას ემსგავსება, ზაფხულში კი გახურებულ ტაფას. კეთილი რჩევა ახალბედა ტურისტებისთვის: ძალიანაც ნუ მიეჯაჭვებით აუცილებელად სანახავი ადგილების სიას, აქ თქვენ ისეთ ადგილებში მოხვდებით, რომლებზე წარმოდგენაც არ გქონდათ.