ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არტისტის საკულტო კომპოზიციაზე Space Oddity შექმნილი კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლი 1997 წელს ნიუ იორკში, მედისონ სქვერ გარდენში ჩატარებული კონცერტისა და 90-იანი წლების დასაწყისში გამართული ტურნეს Sound & Vision კადრებით არის აწყობილი. ვიზუალური ნამუშევარი Space Oddity-ს გამოცემისა და Apollo 11-ის მთვარეზე დაჯდომის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.