ტელეკომპანია HBO-მ მომავალი მინისერიალის Catherine the Great-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. მთავარი გმირის როლს ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი ასრულებს. ფილმი რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რუსეთს XVIII საუკუნეში მართავდა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მმართველად ითვლება. სერიალი ოთხ ეპიზოდს მოიცავს, მისი პრემიერა კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.