ეროვნული ბანკი დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკასაც გაამკაცრებს.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციასციაში ფიქრობენ, რომ ეროვნულ ბაკთან ერთად აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმაც წარმოადგინოს გეგმა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის.
მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს დეპუტატი, ლევან კობერიძე. მისი თქმით, თუ ლარმა გაუფასურება განაგრძო მწვავედ დადგება მთავრობის გადაყენების საკითხი. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისთვის 2.9718 ლარია.