მთავრობამ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები შეარბილა. კერძოდ, მთავრობის 26 ივლისის დადგენილებით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა.დადგენილების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: საქონლის ან პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, პარკების ექსპორტის მიზნით წარმოებაზე; არანაკლებ 50 მიკრონი სისქის პლასტიკის პარკებზე; ასევე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალა ნებისმიერი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.