აბასთუმანში ღია ავტოსადგომის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - "ერთობლივი საქმიანობა აბსოლუტ სერვისი და კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ და „ამხნაგობა პარკინგმა“ მიიღო. ამ უკანასკნელს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. გამარჯვებულად კი „აბსოლუტ სერვისი და კომპანია „ბლექ სი გრუპი“ გამოცხადდა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 8 მილიონ 989 ათას 898 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ 28 ათას 361 ლარი იყო.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტოსადგომი გათვლილი უნდა იყოს ათას ავტომობილზე. აქედან - 200 ავტოსადგომი ელექტრომანქანისთვის, რომელთაგან 100 ავტოსადგომი გადახურული უნდა იყოს. პროექტი ტერიტორიაზე 10 ავტობუსის ავტოსადგომის მოწყობასაც გულისხმობს. ტერიტორიაზე იგეგმება ასევე მცირე სადგურის მოწყობაც, რომლის მოსაცდელი ფართი მინიმუმ 150 ადამიანზე იქნება გათვლილი.ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის ელექტრომანქანების დასახლებად გადაქცევის სურვილი გამოთქვა.