2019 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ-კორეული კომპანიის Samsung-ის მოგება 55,6%-ით შემცირდა. მეორე კვარტალში მოგებამ 6 ტრილიონ 600 მილიარდი ვონი ანუ 5 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შეეხება შემოსავლებს მან 56 ტრილიონ 130 მილიარდი ვონი შეადგინა.აღნიშნულ ვარდნას კომპანია უკავშირებს, უფრო დაბალფასიან პროდუქციაზე მაღალ მოთხოვნასა და გლობალურ ბაზარზე არსებულ გაურკვევლობას, რომელიც ამერიკის სავაჭრო პოლიტიკის შედეგად წარმოიშვა.