თბილისში დასრულებული მშენებლობების 85%-ი საცხოვრებელ სახლებზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ათას 236 შენობის მშენებლობა დასრულდა, აქედან ყველაზე მეტი - 450 შენობა თბილისში აშენდა, საიდანაც 85% ანუ 380 საცხოვრებელი სახლი იყო.
რაც შეეხება 2019 წელს გაცემულ ნებართვებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სულ 4 ათას 991 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც 67,5% ანუ 3 ათას 369 ნებართვა საცხოვრებელ შენობაზე მოდის. დედაქალაქში კი ეს მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.