CWUR-მა მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგი - World University Rankings 2019-2020 გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 2 ათას უმაღლეს სასწავლებელს შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ათას 73-ე, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ათას 549-ე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება უნივერსიტეტების ტოპ-ხუთეულს, ჩამონათვალში ლიდერობს: ჰარვარდი, მას მოსდევს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; მე 3- ადგილზეა სტენფორდის უნივერსიტეტი; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს კემბრიჯი და ოქსფორდი ინაწილებენ.