ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 313 საბაზისო პუნქტით დასწია. ეს გახლავთ მინიმალური კურსი 2008 წლის 15 მაისის შემდეგ. ჩინეთის ეროვნული ბანკი იუანის კურსს დოლართან მიმართებით უკვე ზედიზედ მეხუთე დღეა დაბლა სწევს.
ჩინელი ანალიტიკოსების განცხადებით, ეროვნული ბანკის ქმედება არის არა მანიპულაცია, არამედ პირდაპირი პასუხი შტატების მხრიდან სექტემბერში დაანონსებულ საბაჟო ტარიფებზე, რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის პორდუქციაზე უნდა დაწესდეს. როგორც ცნობილია, 6 აგვისტოს შტატების ფინანსურმა უწყებებმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ვალუტის კურსით მანიპულირებაში დაადანაშაულა.