შეერთებული შტატების ორმა უმსხვილესმა საგაზეთო კომპანიამ - GateHouse Media-მ და Gannett-მა შერწყმის შესახებ გამოაცხადეს. გარიგებამ მილიარდ 380 მილიონი დოლარი შეადგინა.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, Gannett არის ყოველდღიური გაზეთ USA Today-სა და სხვა უამრავი ადგილობრივი გაზეთის მფლობელი კომპანია, ხოლო GateHouse Media - გამოცემებს ამერიკის 39 შტატში ფლობს. შესაბამისად, ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიების შერწმა ასობით გაზეთის ერთი კომპანიის ხელში აღმოჩენას გამოიწვევს.
უკვე ცნობილია, რომ გაერთიანებული კომპანია მიიღებს სახელს Gannett, მისი შტაბ-ბინა ვაშინგტონის მახლობლად განთავსდება, ხოლო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაიკლ რიდი დაინიშნება, რომელიც ამავდროულად არის კომპანია GateHouse Media-ს ხელმძღვანელი.