ვენეციის კინოფესტივალზე ბრედ პიტის კოსმიურ დრამას Ad Astra -ს აჩვენებენ, წერს BBC. ფილმი რეჟისორმა ჯეიმს გრეიმ გადაიღო. ფილმში პიტის გარდა ლივ ტაილერი, ტომი ლი ჯონსი, დონალდ საზერლენდი, და ჯონ ოპტისი მონაწილეობენ. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნება და 7 სექტემბერს დაიხურება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც რომ ასევე ამ კინოფესტივალზე დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება.