კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ დასმულ კითხვაზე პრემიერ-მიონისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი, ვისზეც კოალიციური მთავრობის შექმნა არის დამოკიდებული, ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც შემდეგი არჩევნების დროს არჩევანს გააკეთებს. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ მმართველი გუნდი სატელიტ პარტიებს შექმნის, ზღაპრებია. ხოლო თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს არ იქნება „დამნაშავე ძალა“.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც. მისი თქმით თუ ვისთან შეიძლება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია ჩამოაყალიბოს, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „მმართველმა გუნდმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა საარჩევნო მოდელი“.