რუსეთიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადი 70%-ით შემცირდა, - ამის შესახებ რუსეთის ტურ-ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იური ბარზიკინმა განაცხადა. მისივე თქმით, 8 აგვისტოს შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით ან მესამე ქვეყნის გავლით ჩადიან. ბარზიკინის განმარტებით, „ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინაპირობა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს“ ამასთან, როგორც რუსული მედია იუწყება, რუსულ დიპლომატიურ წრეებში აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა მინიმუმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, 2020 წლის ოქტომბრამდე არ განახლდება.