საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს. მათივე ცნობით აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.