ს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - უკრაინის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მისცეს იმ პირებს, რომლებიც რუსეთში დევნას განიცდიან - განპირობებულია არა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის სურვილით, არამედ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სურვილით პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება შეზღუდონ ან გააუქმონ.
რუსეთის დუმის სპიკერის აზრით, აშშ-მ უკრაინა გადააქცია სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარი სტაბილურობისა და განვითარების ხარჯზე რუსეთის საზღვრებთან პრობლემებისა და დაძაბულობის შექმნის კერა გახდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ის მოქალქეები, რომლებიც უკრაინის დაცვაში იღებდნენ მონაწილეობას და დღეს ამის გამო პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს გამარტივება შეეხებათ იმ უცხოელებსაც, ან მოქალაქეობის არმქონე პირებსაც, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ ან იმსახურეს.