საქართველოში 17-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, სადაც 16 ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ტურნირის პირველი მატჩი რუმინეთს 12:10 მოუგო, მეორე შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრებთან 4 ბურთით დამარცხდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საბერძნეთთან 11 ბურთით, 7:18 წააგო. ბერძნებმა ორივე ტაიმში 9-9 გოლი გაიტანეს. საქართველომ პირველი ტაიმი 3:9 წააგო, ხოლო მეორე ნახევარი - 4:9. საქართველოს U17 ნაკრებმა B ჯგუფში, 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გერმანიას შეხვდება.