ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ანდრეი რუბლიოვთან (70) 7:6, 4:6, 2:6 დამარცხდა, რომელსაც ჰამბურგის ტურნირის ფინალში სძლია. 2-საათიანი მატჩის შემდეგ ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა. ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, სადაც 2017 წელს გავიდა. შარშან ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ქულები დასაცავი არ ჰქონდა და რეიტინგში მე-17 პოზიციაზე დარჩა. ამერიკის ღია პირველობის წინ ბასილაშვილი აშშ-ის კიდევ ერთ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ცინცინატის მასტერსის საპრიზო ფონდი 6 056 280 დოლარია, გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.