500 კილოვატი სიმძლავრის ქვესადგურის "ლაჯანური 500"-ის პროექტის გამო, რამდენიმე ადამიანის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში მოექცა და ექსპროპრიაციას დაექვემდებარება ცაგერის რაიონის, სოფელ ალპანაში ათას 507 კვადრადულიმეტრის ფართობი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ლაჯანური 500"-ის ქვესადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელებისას მოქალაქეების ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.