საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, სოციალურ ქსელში კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები გამოჩნდა, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
სააგენტოს განცხადებით, ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას და მომხმარებელებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ.
სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა გათვალისწინებული არ არის.