ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ ერგნეთის საგუშაგოსთან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დემარტამენტის უფროსი მერაბ ბეძენიშვილი დახვდნენ.ამ დროისთვის ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ, სადაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური, სოსო დვალიშვილი.საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი 17 -18 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.