აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ნაციოინალური მოძრაობის წევრებმა პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშნვა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების შეფასებით სუკ-ის ყოფილი ოფიცრის ზურაბიშვილის მრჩევლად დანიშვნა ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა. აქციაზე მიტანილი იყო ბანერები წარწერით: "რუსეთუმე სალომე", "საქართველოს მოღალატე", "ნაყიდი პრეზიდენტი", "სალომე პუტინ(ა)". დიმიტრი ლეჟავას დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც და აღნიშნავევ, რომ ლეჟავას მრჩევლად დანიშვნისას ადმინისტრაციამ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა.